Facebook -ის შემქმნელს, მარკ ცუკემბერგს, მოკლემეტრაჟიან მულტფიკმში იღებენ, რომლის საფუძველიც არის "მარკ ცუკემბერგი "ფეისბუქის" შემქმნელი. კომიქსი, რომელიც ეკრანებზე დეკემბრის ბოლოს გამოვა კომპანია Bluewater Productions აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, ფილმი, რომელსაც Hayden 5 Media იღებს, განკუთვნილი იქება არა ფართო ეკრანებზე საჩვენებლად, არამედ ტელევიზიისთვის.
"ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მარკ ცუკემბერგის ისტორია ისევ მოგვეყოლა. ჩვენი ისტორა იქნება უფრო კაშკაშა და ლამაზი, ვიდრე ფილმს "სოციალური ქსელი", _ აცხადებს Hayden 5 Media -ის ხელმძღვანელი ტოდ ვისმანი.
კომპანიის წარმომადგენლების აზრით "ფეისბუკის" 500 მლნ მომხმარებელი ამ მულტფილმის ნახვით აუცილებლად დაინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ ფილმი "სოციალური ქსელი", რომელიც "ფეისბუქის" შემქმნელებს ეხება, დიდ ეკრანებზე 1-ლი ოქტომბრიდან გამოჩნდა. დღეისთვის 50 მლნ დოლარიანი ფილმის შემოსავალმა უკვე 160 მლნ. დოლარს გადააჭარბა.