"ქართული ოცნება" არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია, ეს არის არა შემთხვევითობა და არა გამართლება "ქართული ოცნებისთვის", არამედ ეს არის ჩვენი კონკრეტული პოლიტიკის - პრაგმატული, კარგად გააზრებული რაციონალური პოლტიკის შედეგი - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "პოსტვ"- ის ეთერში.
მისი თქმით, როცა პოლიტიკაზეა საუბარი, იქ ყველაზე მთავარია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება.
"ჩვენ გვახსოვს „გაბედული და თამამი გადწყვეტილებები“ 90-იან წლების დასაწყისიდან მოყოლებული. მაგალითად, თქვენ გახსოვთ ისტორია, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ მეორე დღეს როგორ დაიწყო სამოქალაქო ომი, 2 წელიწადში როგორ დავკარგეთ აფხაზეთის 80 პროცენტი და ნახევარი ცხინვალის რეგიონი და მერე ისევ როგორ დავასრულეთ დსთ-ში შესვლით. ეს 3 წლიანი ისტორია არის იმის ძალიან კარგი მაჩვენებელი, თუ კონკრეტულ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებამ რა შედეგებამდე შეგიძლია მიგიყვანოს. სხვა ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული 90-ან წლებში და მომდევნო დეკადაში. და ჩვენ ვამბობთ რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ქონია, ეს არის არა შემთხვევითობა და არა გამართლება „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ეს არის ჩვენი კონკრეტული პოლიტიკის - პრაგმატული, კარგად გააზრებული რაციონალური პოლტიკის შედეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.