ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, 15 000 ათას კილომეტრზე მეტის დაფარვის უნარი აქვს და შეუძლია აშშ-ის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილს მიაღწიოს, მათ შორის აღმოსავლეთ სანაპიროსაც.
შესაბამის დასკვნამდე მივიდა იაპონიის თავდაცვის მინისტრი.
გათვლები აჩვენებს, რომ რაკეტის მანძილმა შესაძლოა, შეადგინოს 15 ათასზე მეტი კილომეტრი, რაც დამოკიდებულია ქობინის წონაზე. "ამგვარად, მოქმედების რადიუსში მოხვდება აშშ-ის მთელი ტერიტორია, მათ შორის აღმოსავლეთ სანაპიროც", - განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.
ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ რაკეტამ დაახლოებით 1 090 კმ იფრინა, ფრენის მაქსიმალურმა სიმაღლემ კი 6 248 კმ შეადგინა.
რაკეტის გამოცდას ესწრებოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.