ცდილობენ, საზოგადოებას შეასაღონ სტრასბურგის გადაწყვეტილება, როგორც საკუთარი გამარჯვება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგმა პასუხი გასცა ასევე „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანაში იმ პოლიტიკურ აქტორებს,
"მე დღეს მიკვირს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც წლებია, საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ 2008 წელს ომი ეს იყო მაშინდელი ხელისუფლების ბრალი და 2008 წლის ომში საკუთარ სახელმწიფოს სისტემატურად ადანაშაულებდნენ. დღეს ისინი ცდილობენ, საზოგადოებას შეასაღონ სტრასბურგის გადაწყვეტილება, როგორც საკუთარი გამარჯვება. ძალიან კარგია, რომ სტრასბურგმა პასუხი გასცა ასევე „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ქვეყანაში იმ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც წლებია, საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდნენ 2008 წლის სამხედრო აგრესიაში", – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.