ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან იიმ განაცხადა, რომ ჩინეთი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ისტორიის სწორ მხარესაა.
"ჩინეთი არასოდეს მიიღებს გარე ძალების იძულებას ან ზეწოლას და ეწინააღმდეგება პეკინის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებსა და ეჭვებს", - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვან იის განცხადებით, ჩინეთის ლიდერ ძინპინის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩინეთი ყოველთვის იყო ძალა, რომელიც ინარჩუნებს მსოფლიო მშვიდობას.
"ჩინეთის პოზიცია ობიექტური და გულწრფელია და ის შეესაბამება მსოფლიოს უმეტეს ქვეყნების სურვილებს. ეს ადასტურებს, რომ ჩინეთი ისტორიის სწორ მხარეზეა".
მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ "რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სულ უფრო და უფრო აღმაშფოთებელი ხდება".
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი. საუბრისას, ბაიდენმა გააფრთხილა ჩინეთის ლიდერი "მოსალოდნელი შედეგების" შესახებ, თუ პეკინი მხარს დაუჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
ჩინეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყანათა შორის, რომელიც არ აკრიტიკებენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო. მეტიც, ჩინეთი საერთოდ არ იყენებს სიტყვა "შეჭრას" ამ კონტექსტში, თუმცა გმობს ომს და მშვიდობის ზოგადი მოწოდებებით გამოდის.
ბოლო დღეებია დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვმა პეკინს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა, რაზედაც ჩინეთმა სავარაუდოდ თანხმობით უპასუხა.