სააკაშვილის, ბელადის მითითებების არ და ვერ დამორჩილება არის მათი ქმედების საფუძველი, მათმა ბელადმა სასამართლოში თქვა რაღაც, რისი აქტუალიზაციაც ვერ მოხდა, წმინდა წყლის ოკუპაციური, ამ ქვეყნისთვის მოღალატეობრივი ნარატივი, ამიტომ იყვნენ გაგიჟებული, რომ საქართველოსთვის მტრული საკითხი ვერ გააქტუალურდა, კითხვაც კი ვერ დაისვა საქართველოს პარლამენტში, იმიტომ, რომ თავისივე ჟურნალისტები მიხვდნენ, რა მტრობასთან და უბედურებასთან გვქონდა საქმე, ამიტომ იყო ნიკა გვარამიას გაცხარება და დრამაქვინობა გუშინ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა გვარამიას მიერ, მისი მისამართით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადების კომენტირებისას.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მათი ერთადერთი მიზანია, სააკაშვილის, თემის აქტუალიზაცია მოხდეს, ბელადის რომელიც ბრაზდება იმის გამო, რომ მისი საკითხი ცოტა გვერდზე გაიწია.
„სხვათა შორის, რა კითხვაზეც მე გუშინ „მთავარ არხს“ მივუთითე, მათი ხელმძღვანელი რომ გადაირია, რაღაც სიტყვებს ისროდა, თვითონ არ იცოდა რას, მათმა ბელადმა სასამართლოში თქვა რაღაც, რისი აქტუალიზაციაც ვერ მოხდა, წმინდა წყლის ოკუპაციური, ამ ქვეყნისთვის მოღალატეობრივი ნარატივი, ამიტომ იყვნენ გაგიჟებული, რომ ის მოღალატეობრივი, საქართველოსთვის მტრული საკითხი ვერ გააქტუალურდა, ამის შესახებ კითხვაც კი ვერ დაისვა საქართველოს პარლამენტში იმიტომ რომ, თავისივე ჟურნალისტები მიხვდნენ, რა მტრობასთან და უბედურებასთან გვქონდა საქმე, შესაბამისად, ამიტომ იყო მისი გაცხარება და დრამაქვინობა გუშინ. ეგ იყო ერადერთი, ანუ, სააკაშვილის, ბელადის მითითებების არ და ვერ დამორჩილება არის მათი ქმედების საფუძველი 90 პროცენტის შემთხვევაში, ეს არის მარტივი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.