კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ გაითვალისწინებს გაეროს მართლმსაჯულებისა საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) მოთხოვნას, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე.
"მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს აქვს ასეთი ცნება, როგორიც არის მხარეთა თანხმობა, აქ ვერანაირი თანხმობა ვერ იქნება", - განაცხადა პესკოვმა.
"ასეთ შემთხვევაში, ეს არის ის რასაც ჩვენ ვერ გავითვალისწინებთ", - დასძინა პესკოვმა.
შეგახსენებთ, 16 მარტს, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა უბრძანა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ყველა მოსამართლემ, გარდა რუსი და ჩინელი მსაჯულებისა.