უკრაინის სახალხო დეპუტატი სერგეი ტარუტა აცხადებს, რომ მარიუპოლის დრამატულმა თეატრმა სარაკეტო დარტყმას გაუძლო და ხალხი, რომელიც შენობას თავს აფარებდა, გადარჩა. ამის შესახებ დეპუტატი Facebook-ზე წერს. იუწყება "უნიანი."
"ომის 22-ე დღეს, საშინელი გაურკვეველი ღამის შემდეგ კარგი ამბავი მარიუპოლიდან! თავშესაფარმა გაუძლო. ნანგრევების გაწმენდა დაიწყო. ხალხი ცოცხალი გამოდის!“ - წერს ტარუტა.
შეგახსენებთ, რუსეთის არმიამ მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა გუშინ, 16 მარტს დაბომბა, სადაც 1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.