„ეს არის პუტინიზმის სტილში მორიგი აბსურდის ნიაღვარი“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებას.
„აბსურდული ნიაღვრის მორიგი რაუნდია კობახიძისგან, ივანიშვილის რეჟიმისგან პუტინიზმის სტილში, რომ ხალხი დააბნიონ. 2008-ში, როდესაც სამწუხაროდ მცდარად, თავისუფალმა სამყარომ, დასავლეთმა, აშშ-მ გადატვირთვა დაიწყო რუსეთთან, მაშინ ჩვენგან სანქციები იყო სიბრიყვე და ანეგდოტად იქცეოდა, ხოლო ახლა, როცა მთელი თავისუფალი სამყარო, დაგვიანებით, მაგრამ როგორც იქნა, სრისავს პუტინის ბოროტების იმპერიას, შავ ხვრელად ქცევა სანქციების თავიდან ასარიდებლად, არის ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და თავისუფალი სამყაროს ღალატი. ეს არის განსხვავება“, - თქვა გიგა ბოკერიამ.