არავითარი იმპიჩმენტის პროცედურა დღის წესრიგში არ დგას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მიდი თქმით, იმპიჩმენტის საკითხი დღეს არ განიხილება.
„როდესაც საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ კონკრეტული კომპეტენცია ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსტიტუციით მას აქვს მიკუთვნებული, მაგრამ კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტი ამ უფლებამოსილების განხორციელებაში აბრკოლებს, ან ფერხდება ეს უფლებამოსილების განხორციელება, ამ შემთხვევაში წარმოიშობა დავა, რომ ეს ლეგიტიმურია თუ არა? ეს საკითხი ვინ უნდა გადაწყვიტოს? კონსტიტუციითაც განსაზღვრულია, რომ ამ საკითხს წყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.