„მინდა, მადლობა გადავუხადო დიმიტრი ხუნდაძეს და დავით სერგეენკოს იმ ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებისთვის, რომელიც პარლამენტმა საკუთარი ძალებით - დეპუტატების, აპარატის თანამშრომლების შემოწირულობებით შეაგროვა და პირველი პარტია უკრაინაში უკვე გავაგზავნეთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება გრძელდება.
„გახსნილია სპეციალური სახაზინო ანგარიში, სადაც შეგიძლიათ როგორც დეპუტატებს, ისე აპარატის თანამშრომლებს, პარლამენტის სახელით, შევაგროვოთ გარკვეული თანხა და ჰუმანიტარული დახმარების შემდეგი ნაწილი გავგზავნოთ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.