არანაირი იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი ეს არ არის, ამას სჭირდება 2/3- ის მხარდაჭერა, რის რესურსიც მათ არ გააჩნიათ, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ახასიათებს, რომ ვინც მას არ ეთანხმება, ცდილობენ მოაქციონ იზოლაციაში.
"როგორც ჩანს, პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც ევროინტეგრაციისკენ იყო მიმართული, არ შეესაბამება "ქართული ოცნების" დეკლარირებულ ინტერესს და ცდილობენ შინაპატიმრობაში ამყოფონ პრეზიდენტი, მოუწყონ საბოტაჟი, ეს არის პრეზიდენტის დაშინების და დასჯის მცდელობა. ჩემთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნება ავტორიტეტი, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო," - განაცხადა მანჯგალაძემ.