საქართველოს პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი უკრაინაში საბრძოლველად წავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ.
დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!" - წერს ელისაშვილი.