სახელგანთქმული ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი ამბობს, რომ უკრაინაში ქალები და ბავშვები იხოცებიან პუტინის ხელით. ამის შესახებ კინგი Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, საციცოხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსმა ხალხმა იცოდეს ის, რაც უკრაინაში ხდება. "უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დაინგრეს დეზინფორმაციის კედელი", - წერს კინგი.
"ეს პუტინის ომია. ქალები და ბავშვები პუტინის ხელით იხოცებიან", - წერს მწერალი.
შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში სტივენ კინგმა განაცხადა, როკ უკრაინაში აგრესიის დაწყების გამო უარს ამბობს რუსეთში თავისი წიგნების გამოცემაზე.