რუსეთის ძალებმა კიევის ოლქის ქალაქ ირპინში New York Times-ის ჟურნალისტი მოკლეს, - ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა Facebook-ის გვერდზე დაწერა. იტყობინება Sky News-ი .
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა 51 წლის კორესპონდენტი ბრენტ რენო, გამოქვეყნდა მისი პრესის მოწმობა.
„დამპყრობლები კლავენ საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებსაც კი, რომლებიც ცდილობენ მსოფლიოს აჩვენონ სიმართლე, უკრაინაში რუსული ჯარების სისასტიკის შესახებ. რა თქმა უნდა, ჟურნალისტის პროფესია რისკს შეიცავს, თუმცა აშშ-ის მოქალაქემ, ბრენტ რენომ, სიმართლისთვის სიცოცხლით გადაიხადა", - წერს ნებიტოვი.
კიევის პოლიციის განცხადებით, კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ირპინში მომხდარი ინციდენტისას.
განახლება: მოგვიანებით, New York Times-ი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობას და განაცხადა, რომ გარდაცვლილი ჟურნალისტი წარსული მუშაობდა მათი რედაქციისთვის.
"მწუხარებას გამოვთქვამთ ამერიკელი ჟურნალისტის, ბრენტ რენოს გარდაცვალების გამო. ის იყო ნიჭიერი ფოტოგრაფი და კინორეჟისორი, მაგრამ უკრაინაში New York Times-ისთვის არ მუშაობდა", - ნათქვამია განცხადებაში.