რეგიონულმა საბჭომ, რომელიც რუსეთის სამხედრო კონტროლქვეშ არსებულ ქალაქ ხერსონში შეიკრიბა, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, ქალაქი რჩება უკრაინის განუყოფელ ნაწილად, განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა.
რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართა გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ რუსეთი გეგმავს ფსევდო რეფერენდუმს სეპარატისტული "ხერსონის სახალხო რესპუბლიკის" შექმნის შესახებ.
რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ იური სობოლევსკიმ ინსტაგრამში გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ორგანოს წევრებმა 44 ხმით მიიღეს რეზოლუაცია, რომ ხერსონის რეგიონი უკრაინაა.
მისი თქმით, დეპუტატები ვერასოდეს აღიარებენ ხერსონის რეგიონში "სახალხო რესპუბლიკის" შექმნისა და უკრაინის ნაწილის ოკუპირების მცდელობებს".
"ხერსონის რეგიონი იყო, არის და იქნება ერთი სახელმწიფოს - უკრაინის განუყოფელი ნაწილი", - დასძინა მან.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში, "სახალხო რესპუბლიკის" შექმნაზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვას გეგმავენ.
გავრცელებულ ცნობას, ურაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება გამოეხმაურა. მისი განცხადებით, "რუსები უიმედოდ ცდილობენ მოაწყონ ყალბი "რეფერენდუმი" ხერსონში ყალბი "სახალხო რესპუბლიკისთვის" შესაქმელად.
"ხერსონი იყო, არის და იქნება უკრაინის განუყოფელი ნაწილი", - წერს კულება.