უკრაინული მედია ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ქალაქი ვოლნოვახა ფაქტობრივად აღარ არსებობს, მისი ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრძოლები ვოლნოვახაში ისევ გრძელდება, რადგან ის დონეცკის მიმართულებით სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია.
"ომამდე ვოლნოვახაში 100 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობის უმეტესობა ევაკუირებულია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფოტო: Reuters