გაზეთი "მორნინგ სტარი" კრემლის მიერ ფინანსდება. ამის შესახებ უმარავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა უპასუხა საპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც ლისაბონში ქართული დელეგაციის ქმედებებს "სამარცხვინო" უწოდა.
"გაზეთი "მორნინგ სტარი" ბრიტანელი კომუნისტების გაზეთია, რომელსაც ადრე ცეკა ახალა კი კრემლი აფინანსებს, რომელსაც სურს საქართველო მსოფლიოს "მორნინგ სტარის" ხედვით დაანახოს, თუმცა, პროგრესული მსოფლიო ჩვენს ქვეყანას "ვაშინგტონ პოსტის", "გარდიანის" ხედვით უყურებს, რომლებიც წერენ, რომ საქართველო წინ მიდის", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნებზე არა უმრავლესობის, არამედ საქართველოს სახელით გამოდის და მისი წარმატებული გამოსვლები ნიშნავს, რომ მაღალ დონეებზე საქართველო მიღებულია.
შეგახსენებთ, რომ "მორნინგ სტარში" დაიბეჭდა სტატია, რომ ლისაბონის სამიტზე ქართულ დელეგაციას სასტუმროში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ჰყავდათ აყვანილი.