"ხალხის პარტიის" ლიდერს და თბილისის მერობის კანდიდატ კობა დავითაშვილს ამ პოსტის დასაკავებლად ზვიად ძიძიგურის კონკურენციის არ ეშინია და აცხადებს, რომ "უძლიერესი პრაიმერის საშუალებით გამოვლინდება".
"ზვიად ძიძიგურს პარტნიორად უფრო მივიჩნევ, ვიდრე კონკურენტად. მივესალმები თბილისის მერობის ყველა ისეთ კანდიდატს და კონკურენტს, რომელიც იმას კი არ ამბობს მე ვარ ჩემი ნაბადიო, არამედ ამბობს, რომ პრაიმერის საშუალებით ჩვენს შორის უძლიერესი გამოვლინდეს და მერე მთელმა ოპოზიციამ მხარი მას დაუჭიროს. სწორედ ასეთი კანდიდატია ზვიად ძიძიგური და ასეთი კანდიდატი ვარ მეც", - განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ "კონსერვატორებმა" თბილისის მერის პოსტზე
საკუთარ კანდიდატად ძიძიგური დღეს ოფიციალურად დაასახელეს.
ოპოზიციური პარტიებიდან ძიძიგური თბილისის მერობის რიგით მესამე კანდიდატია. ის ამ პოსტის დასაკავებლად ირაკლი ალასანიას და კობა დავითაშვილს დაუპირისპირდება.