ბელარუსმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, შეუერთდეს რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინაში.
ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვიქტორ გულევიჩის განცხადებით, მინსკი არ გეგმავს უკრაინაში რუსეთის ძალებთან შეერთებას.
ამავდროულად, გულევიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინა-ბელარუსის საზღვართან გზავნის 5 ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფს, რომელიც როტაციის პრინციპით, ჩაანაცვლებს იქ უკვე განლაგებულ ძალებს.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალების განლაგება არანაირად არ არის დაკავშირებული უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციაში ბელარუსი სამხედროების მონაწილეობის მზადებასთან", - თქვა გულევიჩმა.
11 მარტს, უკრაინამ განაცხადა, რომ ბელარუსი, შესაძლოა, შეუერთდეს რუსეთის ძალებს და შეიჭრას უკრაინაში.