"ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, იმიტომ რომ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ გარდატეხას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
"ჩვენ უვე მე-16 დღეა ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისათვის... ვიბრძვით არმიის წინააღდეგ, რომელიც მსოფლიოში უძლიერესად მიაჩნდათ, რომელიც იმედოვნებდა, რომ უკრაინელები არ იბრძოლებდნენ, რომ უკარინის ქუჩებში რუსული დროშებითა და ყვავილებით დახვდებოდნენ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
"შეუძლებელია იმის თქმა, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ბრძოლა ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამას მივაღწევთ, იმიტომ რომ სტრატეგიულ გარდატეხას უკვე მივაღწიეთ, ჩვენ უკვე მივდივართ ჩვენი მიზნისკენ, ჩვენი გამარჯვებისკენ", - დასძინა ზელენსკიმ.
რუსეთის უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. საოკუპაციო ძალები განურჩევლად თავს ესხმიან სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ პუნქტებს. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად, დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 71 ბავშვი. ომის დაწყების დღიდან, უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვმა 2.5 მილიონს მიაღწია.