ნატომ არ უნდა დაუშვას, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ალიანსსა და მოსკოვს შორის ღია კონფლიქტში გადაიზარდოს. განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სააგენტო "ფრანს პრესთან" ინტერვიუში.
ამასთან, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა დასავლეთი, რომ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადება სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს.
"ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს კონფლიქტი არ გასცდეს უკრაინის ფარგლებს და არ იქცეს სრულფასოვან ომად რუსეთსა და ნატოს შორის", - თქვა სტოლტენბერგმა.
"უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება, დიდი ალბათობით, სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს რუსეთსა და ნატოს შორის, რაც მოიტანს უფრო მეტ ტანჯვას, სიკვდილსა და ნგრევას", - დასძინა მან.
სტოლტენბერგმა განმარტა, რომ არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ნატოს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დაჟინებით მოუწოდებს დასავლეთს არასაფრენი ზონის გამოცხადებისკენ, თუმცა დასავლეთი ჯერჯერობით ამ ნაბიჯის გადადგმას გამორიცხავს.