შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პოლონეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასა და პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან.
თეთრი სახლის განცხადებით, კამალა ჰარისის ვიზიტი გამოხატავს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულბას ნატოს მოკავშირეების მიმართ.
ანდჟეი დუდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის დაიცვას ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი.
"აშშ მზად არის დაიცვას ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ნატო-ს რომელიმე მოკავშირეზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. აშშ-სა და პოლონეთის ურთიერთობ მტკიცეა, მათ შორის უკრაინის საკითხში. ყველაფერს გავაკეთებთ ერთად, პარტნიორობისა და სოლიდარობის ფარგლებში, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მათ საჭიროებებს ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით“, - განაცხადა ჰარისმა.
ამავდროულად, კამალა ჰარისმა დაადასტურა, რომ აშშ-მა პოლონეთს Patriot-ის სარაკეტო-საზენიტო კომპლექსის ორი დანადგარი გადასცა.
"ეს არის ჩვენი ვალდებულების მორიგი შეხსენება და დემონსტრირება, რასაც მოკავშირეების უსაფრთხოებისა და პოლონეთისადმი ჩვენი ერთგულების მიმართ ვავლენთ, მით უფრო ამ ვითარებაში", - თქვა ჰარისმა.
პოლონეთის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი რუმინეთში გაემგზავრება.