კიევის ოლქის ბროვარის რაიონში საომარი მოქმედებებისას, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის 90-ე სატანკო დივიზიის, მე-6 სატანკო პოლკის ტაქტიკურმა ჯგუფმა მძიმე დანაკარგები განიცადა. იტყობინება უკრაინული გამოცემა Unian-ი უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მათი ცნობით, ტაქტიკურმა ჯგუფმა დაკარგა მნიშვნელოვანი აღჭურვილობა და სამხედრო პერსონალი, მათ შორის პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი ანდრეი ზახაროვი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, საოკუპაციო ძალები იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ და შეტევითი პოზიციებიდან თავდაცვით პოზიციებზე გადასულიყვნენ.
Unian-ის ცნობით, 2016 წელს ზახაროვმა, როდესაც ჯერ კიდევ მაიორი იყო, რუსეთის პრეზიდენტ პუტინისგან ორდენი მიღო.