უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობს მტრის არმიის შეკავებას კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, კრივოი როგისა და ნიკოლაევის მიმართულებით. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
„დაიწყო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის მე-15 დღე, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრელებს რუსეთის არმიის შეკავებას დონეცკში, სლობოჟანსკისა და ტავრიჩესკის საოპერაციო ზონებში. იცავს ხარკოვსა და ახტირკას.
ძირითადი ძალისხმევა მობილიზებულია იმისკენ, რომ არ დავუშვათ მოწინააღმდეგის წინსვლა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მიმდინარეობს მარიუპოლის დაცვა.
ამასთან, გრძელდება ბელარუსთან საზღვრის დაცვა.უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობს ქალაქ ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით მტრის შეკავებას“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.