ერგნეთში ინციდენტენის პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები მანამ არ გაიმართება, ვიდრე სამხრეთ ოსეთის მხარე თავისი გატაცებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას არ მიიღებს. ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოსტკონფლიტური დარეგულირების მინისტრიეს მოდგილემ მერაბ ჩიგოევმა დღეს ერგნეთში დაგეგმილი და ჩაშლილი შეხვედრის კომენტირენისას გაკეთა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გატაცებული მოქალაქეების ნათესავები სრულიად სამართლიანად სვამენ კითხვას: "რა აზრი აქვს ამ შეხვედრებში მონაწილეობას თუკი ის საკითხები რომელთა გადასაწყვეტადაცაა შექმილი ეს შეხვედრა მაინც გადაუჭრელი რჩება?"
"ხოლო რაც შეეხება ევროკავშირსა და სხვა ევროსტრუქტურებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ, მინდა ავღნიშნო, რომ ამ ორგანიზაციების ტიტანური ძალისხმევა სასარგებლო იქნებოდა მაშინ, თუკი იგი მოქმედებას 2008 წლის ოქტომბერში დაიწყებდა, ანუ მაშინ როდესაც ჩვენი მოქალაქეები საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა გაიტაცეს. ჩვენთვის კი მათი ბედ-იღბლის შესახებ არაფერია ცნობილი",_ აცხადებს ჩიგოევი და დასძენს, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ გატაცებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ.
"ევროსტრუქტურები ასეთ აქტიურ პოზიციას რომ იკავენდნენ ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლების საქმეში ეს უკვე ადამიანური იქნებოდა. ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ჰანს იორგ ჰაბერი კი როდესაც საუნრობს იმაზე რომ ეს შეხვედრები აუცილებელია ცრუობს და განზრახ მალავ იმ მიზეზებს, რომელთა გამოც სამხრეთ ოსეთის მხარემ ამ შეხვედრებში მონაწილეობა შეაჩერა",_ აცხადებს ჩიგოევი და აღნიშნავს, რომ რეალური მიზეზი კი მდგომარეობს იმაში, რომ "უკვე ერთი წლის განმავლობაში ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად ჩვენ ჩვენი გატაცენული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია. Eეს პრინციპული საკითხია, ჩვენ ვერ ვხედავთ სამუშაოს გაგრძელების აზრს, იმიტომ რომ აქ რეალურად მხოლოდ ის საკითხები წყდება, რომლებსაც ქართული მხარე აყენებს", _ აცხადებს ჩიგოევი.