შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა, პენტაგონმა, არ მიიღო პოლონეთის წინადადება საბჭოთა წარმოების ავიაგამანადგურებლების, MIG-29-ების აშშ-ის მთავრობის განკაგულებაში გადაცემის თაობაზე.
ამავდროულად, პენტაგონის სპიკერმა ჯონ ჯირბის გააკრიტიკა ვარშავის შეთავაზება ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესახებ, მისი შემდგომში უკრაინაში გაგზავნის მიზნით.
თუმცა, პენტაგონის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაშინგტონი და ვარშავა განაგრძობენ კონსულტაციებს.
"ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს პოლონეთსა და ნატოს ჩვენს სხვა მოკავშირეებთან ამ საკითხსა და გამადაგურებლების გადაცემის რთულ ლოგისტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ მივიჩნევთ არსებულ წინადადებას მისაღებად", - თქვა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ.
მისივე განცხადებით, პერსპექტივა, რომ შეერთებული შტატების განკარგულებაში მოქცეული მოიერიშეები ნატოს ამერიკული ბაზიდან იმ საჰაერო სივრცეში გაფრინდებიან, რომელშიც რუსეთი იბრძვის, "სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მთელი ალიანსისთვის".
პოლონეთის წინადადებას მოულოდნელი და განმაცვიფრებელი უწოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორა ნულანდმა.
"ვფიქრობ, ეს იყო მოულოდნელი ნაბიჯი პოლონელების მხრიდან", - თქვა მან კონგრესში გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პოლონეთთან კონსულტაციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
8 მარტს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის MIG-29 ტიპის ყველა თვითმფრინავი გადასცეს აშშ-ს და ისინი დაუყოვნებლივ და უსასყიდლოდ განათავსოს გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. სანაცვლოდ, ვარშავამ გამოთქვა მზადყოფნა, შეისყიდოს ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები.
მანამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ეძებს გზებს პოლონეთის ავიაფლოტის სწრაფად შესავსებად, რათა პოლონეთმა შეძლოს თავისი საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდება.
რამდენიმე ამერიკული მედია ადრე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მიაწოდოს ამერიკული წარმოების F-16 საბრძოლო თვითმფრინავები პოლონეთს, თუ ვარშავა თავის თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას დათანხმდება.
საუბარია საბჭოთა წარმოების MIG-29 ტიპის მოიერიშეებზე, რომლებზედაც სწავლება უკრაინელემა პილოტებმა უკვე გაიარეს.