პოლონეთი MIG-29 ტიპის ყველა გამანადგურებელს გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, რამშტაინში განალაგებს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვარშავა მზადაა, მოიერიშეები აშშ-ის ხელისუფლების განკარგულებაში გადასცეს დაუყოვნებლივ და უფასოდ.
ამასთან, პოლონეთი აშშ-ს სთხოვს სანაცვლოდ გადასცეს თვითმფრინავები სათანადო საექსპლუატაციო შესაძლებლობებით.
პოლონეთის ხელისუფლება ასევე სთხოვს ნატო-ს მოკავშირეებს, რომლებსაც შეიარაღებაში აქვთ MIG-29 ტიპის თვითმფრინავები, ანალოგიურად იმოქმედონ.
მანამდე თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ აშშ პოლონეთთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის მოიერიშეების გადაცემის შესაძლებლობას.
საუბარია საბჭოთა წარმოების MIG-29 ტიპის მოიერიშეებზე, რომლებზედაც სწავლება უკრაინელემა პილოტებმა უკვე გაიარეს.