ხომ არ დადგა დრო, რომ როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთმა, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?! - განაცხადა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ინჯია ამბობს, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ აძლევს ხმას, თუმცა, ბიზნესი ბიზნესია.
"თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება ხორბლის, საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთმა, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?! ამით ის გადარიცხვები, რაც იყო, რუსული მანეთი თუ ის 32-34 მლნ დოლარი, რომელსაც ქართველები საქართველოში რიცხავდნენ, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს." - ამბობს "ევროპელი სოციალისტების" ლიდერი ინჯია.
მას შემდეგ, რაც Mastercard-მა და VISA-მ რუსეთის მოქალაქეებისთვის საბანკო ტრანზაქციები შეუძლებელი გახადეს, სარგებლისა და შემოსავლის სანაცვლოდ, "ჯორჯიან ეარვეისმა" გადახდის სისტემებში რუსული Мир-ი დაამატა.
კრემლი ცდილობს, გადახდის რუსული სისტემა Мир-ით ჩაანაცლოს Mastercard-ი და VISA, თუმცა მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა არ ცნობს გადახდის ამ საშუალებას.