უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ვინიცას სამოქალაქო აეროპორტის დაბომბვას ეხმიანება და კიდევ ერთხელ მოუწოდებს დასავლეთს, უკრაინის ცა არასაფრენ ზონად გამოაცხადოს და კიევს სამხედრო თვითმფრინავები მიაწოდოს.
"ახლახან მაცნობეს, რომ ვინიცას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს - 8 რაკეტა. ჩვენი მშვიდობიანი ვინიცა რუსეთს არასდროს უქმნიდა საფრთხეს.
სარაკეტო დარტყმა - სასტიკი, ცინიკური. სრულად განადგურებულია აეროპორტი. ისინი [ოკუპანტები] აგრძელებენ ჩვენი ინფრასტრუქტურის, ჩვენი ცხოვრების განადგურებას, რომელსაც ვაშენებდით ჩვენ, ჩვენი მშობლები, ჩვენი ბებიები და პაპები, უკრაინელების თაობა.
ყოველ დღე ვიმეორებთ: "დახურეთ უკრაინის ცა, დახურეთ ყველა რუსული რაკეტისთვის, რუსული ავიაციისთვის, ყველა ტერორისტისთვის. შექმენით ჰუმანიტარული საჰაერო ზონა რაკეტების, ავიაბომბების გარეშე. ჩვენ ადამიანები ვართ და ეს თქვენი ჰუმანიტარული მოვალეობაა, დაიცვათ ადამიანები და თქვენ ეს შეგიძლიათ...
თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, არ მოგვცემთ თვითმფრინავებს, რათა შევძლოთ ჩვენი თავის დაცვა, მაშინ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - თქვენც გსურთ, რომ ნელ-ნელა გვკლავდნენ. ეს მსოფლიოს და დასავლეთის პოლიტიკოსებისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა. დღეიდან და სამუდამოდ", - განაცხადა ზელენსკიმ.