ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში საცხოვრებელი უბნები აქვთ მიზანში ამოღებული, თუმცა მათი შეტევა უკრაინელთა წინააღმდეგობის წყალობით შენელდა.
"უკრაინის წინააღმდეგობის მასშტაბები და ძლიერება განაგრძობს რუსეთის გაოცებას", - აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.
წინააღმდეგობას რუსეთი საცხოვრებელ უბნებზე თავდასხმით, მათ შორის ხარკოვში, ჩერნიგოვსა და მარიუპოლში, პასუხობს.
"რუსეთმა ადრე გამოიყენა მსგავსი ტაქტიკა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს, საჰაერო და სახმელეთო საბრძოლო მასალის გამოყენებით", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.
რუსეთმა განაგრძობს მტკიცებას, რომ არ ესხმის სამოქალაქო ობიექტებს.