რუსულ ნავთობს თქვენთვის არ ასდის უკრაინული სისხლის სუნი? - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროპის უმსხვილეს ნავთობის კომპანია Sheლl-ს მიმართა, რომელმაც, როგორც ჩანს, რუსეთისგან ნავთობი ფარულად შეისყიდა.
"მითხრეს, რომ Shell-მა გუშინ ფარულად იყიდა რუსული ნავთობი. ერთი შეკითხვა მაქვს Shell-ის მიმართ: რუსულ ნავთობს თქვენთვის არ ასდის უკრაინული სისხლის სუნი? მოვუწოდებ ყველა შეგნებულ ადამიანს მთელ მსოფლიოში მოითხოვოს ტრანსნაციონალური კომპანიისგან გაწყვიტოს ყველანაირი საქმიანი კავშირი რუსეთთან", - წერს კულება Twitter-ზე.
5 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროპის უმსხვილესმა ნავთობის კომპანია Shell-მა რუსული ნავთობის უდიდესი პარტია რეკორდული ფასდაკლებით შეისყიდა, სხვა კომპანიების მიერ რუსეთის ენერგორესურსებზე მასობრივი უარის მიუხედავად.