უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უცხოეთიდან უკრაინაში მტერთან საბრძოლველად 66 224 ადამიანი დაბრუნდა.
"66 224. ამ დროისთვის სწორედ ამდენი კაცი დაბრუნდა უცხოეთიდან, რათა დაეცვა თავისი ქვეყანა ურდოსგან. ეს არის კიდევ 12 საბრძოლო და მოტივირებული ბრიგადა. უკრაინელებო, ჩვენ უძლეველებიი ვართ! #იბრძოლეუკრაინელივით“, - დაწერა რეზნიკოვმა ტვიტერზე.
გარდა ამისა, Sky News-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შექმნილ "საერთაშორისო ლეგიონის" შემადგენლობასთან შესაერთებლად უცხოეთიდან უკრაინაში 1000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა.