უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა უკვე ისროლა 500 რაკეტა, მაგრამ ამ დრომდე ვერ აკონტროლებს საჰაერო სივრცეს, - აცხადებენ პენტაგონში. იუწყება ZN.UA.
ინტერვენციის დაწყებამდე, უკრაინის საზღვართან მობილიზებული ჯარის 92 პროცენტი, 150 ათასზე მეტი სამხედროა შეჭრილი უკრაინის ტერიტორიაზე.
პენტაგონის მონაცემებით, კიევიდან 25 კმ-ში რუსეთის ჯარების უზარმაზრი კოლონა დგას.
აღნიშნულია, რომ ამ მომენტისთვის კოლონა კიევის მიმართულებით არ გადაადგილდება. საუბარია სავარაუდოდ, რამდენიმე კილომეტრის სიგრძის კოლონაზე, რომელიც უკრაინული არმიის წინააღმდეგობამ და ერთ-ერთი ხიდის აფეთქებამ გააჩერა.
ასევე, რუსეთის ჯარი იმყოფება ჩრდილოეთით ჩერნიგოვთან და ხარკოვთან და გრძელდება იერიში სამხეთის მიმართულებით. ამასთან, მარიუპოლი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება, ოდესის წინააღმდეგ კი იერიშის სამზადისი არ შეინიშნება.
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, აშშ აგრძელებს იარაღის მიწოდებას. ამასთან, ამ დროისათვის უკრაინაში გაგზავნილია 350 მლნ დოლარის დახმარების პაკეტის 70 პროცენტი.