ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველოში კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს და ახორციელებს ორი ორგანო, ეს არის პარლამენტი და ეს არის მთავრო, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მოამბის“ წამყვანის კითხვას, ხომ არ არის დაძაბულობა პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის.
მისივე თქმით, პრეზიდენტს შეუძლია, გამოთქვას საკუთარი პოზიცია შეუძლია, ჩაერთოს საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, მთავარია კონსტიტუცია იყოს დაცული.
"პრეზიდენტს აქვს თავისი განსაზღვრული ჩარჩო საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით. მას შეუძლია, ამ ფარგლებში დააფიქსიროს საკუთარი პოზიციები, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველოში კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს და ახორციელებს ორი ორგანო, ეს არის პარლამენტი და ეს არის მთავრობა. მაგრამ, თუ პრეზიდენტს დასჭირდება ჩვენთან კონსულტაციები, ამ თემებზე ჩვენ ყოველვის მზად ვართ“, – განაცხადა კობახიძემ.