4 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისს მიმართავს. იტყობინება ტელეარხი "ფორმულა".
"ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, გელოდებით პარლამენტთან! ერთად ვუყუროთ და მოვუსმინოთ პრეზიდენტის მიმართვას დიდი ეკრანიდან და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ!
ტელეხიდის პარტნიორია ტელეკომპანია ფორმულა", - იუწყება ტელეარხი.