მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დღეს ხელი მოაწერა განცხადებას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
ხელმოწერის ცერემონიალი მედიის თანდასწრებით გაიმართა.
ევროკავშირის წევრობის განაცხადს მოლდოვის პრეზიდენტთან ერთად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც მოაწერეს.
მანამდე, ევროკავშირის წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
28 თებერვალს, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.
1-ელ მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოუწოდა ევროკავშირის სტრუქტურებს, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად.