უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა. იტყობინება პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე ანდრეი სიბიგა.
განაცხადს პრეზიდენტთან ერთად, ხელი მოაწერა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ სტეფანჩუკმა და პრემიერ-მინისტრმა შმიგალმა.
სიბიგას განცხადებით, განაცხადი ბრიუსელში იგზავნება.
28 თებერვალს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა ევროკავშირს, უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით სპეციალური პროცედურები დაიწყოს. მისი თქმით, უკრაინელები ევროკავშირში გაწევრიანებას იმსახურებენ.