ევროპარლამენტმა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რეკომენდაციას უწევს ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს, იმუშაონ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
რეზოლუაციას 637 ევროპელი კანონმდებელი მიემხრო, 23 წინააღმდეგ წავიდა, 26-მა თავი შეიკავა.
რეზოლუცია გმობს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან.
ევროპარლამენტარებმა ასევე დაგმეს რუსეთს მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარება და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არავინ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.
ევროპარლამენტარები მიესალმნენ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და კიდევ უფრო გამკაცრების მოწოდებით გამოვიდნენ.
ამავდროულად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მეტი ძალისხმევა გასწიონ კიევისთვის თავდაცვითი იარაღის სწრაფად მიწოდებისთვის.
ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის გამუდმებული მცდელობების გამო, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთ ბალკანეთის, საქართველოსა მოლდოვის სტაბილურობისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას.
ევროპარლამენტის რეზოლუციას იურიდიულად სავალდებულო ძალა არ აქვს ის სარეკომენდაციო ხასიათისაა.
შეგახსენებთ, 28 თებერვალს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.