ბელარუსში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმის ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს.
პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის მხარე დღის წესრგიში სამი მთავარ საკითხი განიხილავს: ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ზავი და ჰუმანიტარული დერეფნები განადგურებული ან მუდმივად თავდასხმის ქვეშ მყოფები სოფლებიდან და ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.
უკრაინა იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები შეიძლება დასრულდეს ცეცხლის შეწყვეტით, თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთი მოლაპარაკებებზე არაგონივრულ მოთხოვნებს აყენებს, რომელთა შესრულებაც თითქმის შეუძლებელი იქნება.
ცოტა ხნით ადრე, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა პუტინა, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ამოცანა აუცილებლად შესრულდება.
"სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანები ნებისმიერ შემთხვევაში შესრულდება. დროის მოგების მცდლობა კი მოლაპრაკებების გაჭიანურების გზით, გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ გაჩნდება კიევისადმი ჩვენი დამატებითი მოთხოვნები", - თქვა ოკუპანტმა.