ქვეყანა ომის მდგომარეობაშია, როდესაც კეთდება ასეთი ალოგიკური განცხადება და მიიღება ასეთი ალოგიკური გადაწყვეტილება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის ახსნა უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას. თუმცა, ის რომ ჩვენ ახლა უკრაინის ხელისუფლებას დავუპირისპირდეთ, ეს არაადეკვატური ნაბიჯი იქნება ჩვენი მხრიდან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო უკრაინის დასახმარებლად, რაც საჭირო იქნება ყველაფერს გააკეთებს.
„ორ ნაწილად რომ გავყოთ, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა - სადაც პრინციპული პოზიციაა დასაფიქსირებელი, ყველა პლატფორმაზე, ბუნებრივია ჩვენ ამას გავაკეთებთ. მეორე არის ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ნებისმიერი საჭირო ჰუმანიტარული დახმარება იქნება გაწეული უკრაინელებისთვის, რაც საჭირო იქნება ყველაფერს გავაკეთებთ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თუ საჭირო გახდება საქართველო უკრაინიდან მიიღებს ლტოლვილებსაც და დაჭრილ მოქალაქეებსაც შესაბამისი დახმარების გასაწევად.