შვედეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოთხმა რუსულმა გამანადგურებელმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
"შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ამ მოვლენას", - ნათქვამია შეიარაღებული ძალების ვებგვერდზე.
შვედეთის შეიარაღებული ძალებისი ინფორმაციით, საჰაერო სივრცის დარღვევა ხანმოკლე იყო და შვედეთის კუნძულ გოტლანდის აღმოსავლეთით დაფიქსირდა.