რუსეთის საოკუპაციო ძალები ხარკოვის ცენტრს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ.
დაბომბვის შედეგად დაიწვა უნივერისტეტი და სამხედრო პოლიციის შენობა. ასევე ოკუპანტები თავს დაესხნენ სამხედრო ჰოსპიტალსა და აეროდრომს.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, სარაკეტო იერიშებს 21 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით დაშავებულთა რიცხვი 112 ადამიანამდე აღწევს.
მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარკოვში მტერმა გადასხა დესანტი, რომელესაც უკრაინული ძალების მედგარ წინააღდეგობას უწევს.
განგაშის სიგნალის და აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა კიევში, ვინიცაში, მარიუპოლსა და ჟიტიმორში.
როგორც რუსეთის მხარე იუწყება, რუსულმა ჯარებმა ქალაქი აიღეს ხერსონი, დაიკავეს სუმის რეგიონის ქალაქი ტროსტიანეც.
მძლავრი სარაკეტო იერიშები ხარკოვზე რუსეთის ძალებმა 1-ელ მარტსაც განახორციელეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხარკოვზე თავდასხმას სამხედრო დანაშაული უწოდა.