მიუნხენის მერის განკარგულებით, ცნობილი რუსი დირიჟორი, პუტინის ახლო მეგობარი, ვალერი გერგიევი მიუნხენის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორის თანამდებობიდან გადააყენეს. იტყობინება მიუნხენის მერია.
"მიუნხენი წყვეტს კონტრაქტს მთავარ დირიჟორ ვალერი გერგიევთან. მიუნხენის ფილარმონიულ ორკესტრი აღარ გამართავს კონცერტებს მისი დირიჟორობით", - თქვა მიუნხენის მერმა დიტერ რაიტერმა.
რაიტერის განცხადებით, გერგიევმა არაფრად ჩააგდო მერის მოთხოვნა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობისა და ცალსახად დისტანცირების შესახებ.
მიუნხენის მერის განცხადებით, მას იმედი ჰქონდა, რომ გერგიევი გადახედავდა თავის პოზიტიურ დამოკიდებულებას პუტინის ქმედებების მიმართ.
"რადგან ეს არ მოხდა, ერთადერთ გზად მასთან დაუყოვნებლივ განშორება რჩება. სხვა დანარჩენი უმოკლეს დროში დაზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.
კიევი და მიუნხენი დაძმობილებული ქალაქები არიან.