თურქეთმა დარდანელის და ბოსფორის სრუტეების გავლით შავ ზღვაში სხვა ქვეყნების სამხედრო ხომალდების გასვლა აკრძალა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მინისტრის თქმით, თურქეთი კვლავინდებურად შეასრულებს მონტრეს კონვენციის დებულებებს.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, „თურქეთი გამოიყენებს უფლებამოსილებას, რომელიც გათვალისწინებულია მონტრეს კონვენციით შავი ზღვის სრუტებიის მიმართ, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია რუსეთ-უკრაინის კრიზისის დროს". ამის შესახებ იუწყება გამოცემა "დეილი საბაჰი".
მონტრეს კონვენციამ 1936 წელს აღადგინა თურქეთის სუვერენიტეტი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე. კომერციული გემებისათვის ამ სრუტეებში გავლა მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს გახდა თავისუფალი.
24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ინტერნვენციის შემდეგ, კიევმა სთხოვა ანკარას, დაებლოკა რუსული გემების მოძრაობა ბოსფორისა და დარდანელის გავლით.