ქალაქ ოზურგეთიდან სადგურ მახინჯაურის მიმართულებით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელექტრომატარებელი ივლის. მატარებლის რომლის სამგზავრო ფასი 50 თეთრი იქნება.
თანამედროვე დიზაინის ხუთ ვაგონიანი მატარებელი, შპს "საქართველოს რკინიგზამ" სს "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნიდან" მიიღო. სამგზავრო შემადგენლობა ტრანსფორმირებადი ტიპის ვაგონებით, ახალი ინტერიერით და რბილი სავარძლებით არის აღჭურვილი.
საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ახალი საინვესტიციო პროგრამის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე წლის ბოლომდე საგარეუბნო და ადგილობრივ მიმართულებებზე მოძრავი ელექრტომატარებლების განახლებას.