თუ გვინდა ახალი მსოფლიო წესრიგით ვისარგებლოთ, საქართველოს დეოლიგარქიზაცია უნდა დავიწყოთ, წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი განმარტებით, საჭიროა, აგორდეს დიდი კამპანია “დაასანქცირეთ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოში!”.
"ეს მესიჯი უნდა ახლდეს ჩვენს ყველა პოსტს ტვიტერზე და ტელეგრამზე, რომელსაც მთელი მსოფლიო კითხულობს.
ნუ გგონიათ, რომ თუ უკრაინა გადარჩება და აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს ავტომატურად მოხდება საქართველოში.
თუ გვინდა ახალი მსოფლიო წესრიგით ვისარგებლოთ, საქართველოს დეოლიგარქიზაცია უნდა დავიწყოთ", აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.