ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი Kremlin.ru დაჰაკეს.
ჰაკერები რუსული ტელევიზიის ვებგვერდის დაჰაკვის შესახებაც იუწყებიან, თუმცა კონკრეტულად რომელ ტელევიზიას გულისხმობენ, უცნობია.
"კრემლის ვებგვერდი გათიშულია და რუსული ტელევიზია დაჰაკულია Anonymous-ის მიერ. გველოდეთ", - წერს Anonymous.
კრემლის ვებსაიტი კიბერთავდასხმების სამიზნეა, განუცხადა შაბათს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. "შეტევები გრძელდება", - თქვა პესკოვმა TASS-ს. "[საიტი] ხშირად ითიშება."
რუსეთის მთავრობის ზოგიერთი ვებგვერდი, მათ შორის კრემლი და თავდაცვის სამინისტრო, ზედიზედ მესამე დღეა არ მუშაობს.