მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანი იკრიბება, რათა გააპროტესტონ უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრა.
საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა ლონდონში, ბერლინში, მიუნხენში, ფრანკფურტში, ვენაში, ჰელსინკიში, გლაზგოში, ტალინში, ბრისტოლში, მილანში, ბუდაპეშტში, ანკარაში, კვიპროსში, ათენსა და ტოკიოში.
25 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი აქცია თბილისშიც გაიმართა. სოლიდარობის აქცია, სახელწოდებით "უკრაინისთვის" დღესაც არის დაგეგმილი.
გარდა ამისა, უკრაინის სოლიდარობის ფარგლებში, დღეს, თავისუფლების მოედანზე ნიკოლოზ რაჭველის და ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება.