ბრიტანული მაუწყებელი BBC თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმიანება.
"ზედიზედ მეორე ღამეა, ათასობით ქართველი გამოდის საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რათა გააპროტესტოს რუსეთის შეჭრა უკრაინაში.
რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა პრორუსული სეპარატისტული ძალების დასახმარებლად. ექსპერტებმა ბევრი პარალელი გაავლეს ამ კონფლიქტსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს შორის.
საპროტესტო აქციის, რომლის მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 30 000-ს შეადგენდა, ზოგიერთი მონაწილე სკანდირებდა ლოზუნგებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
"მსურს მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო, ჩვენი ეროვნული და მოსახლოების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო არ გეგმავს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას, რადგან ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას დააზარალებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ პრემიერის ეს ნაბიჯი უკრაინელი ხალხის ლაჩრულად მიტოვებას განასახიერებს", - წერს BBC.
მანამდე, თბილისში გამართულ აქციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს თანადომისთვის.